თანადაფინანსების განახლებული პროგრამა "მარტივი მარტივად"
ენერგოეფექტურ ღუმელს ბევრი უპირატესობა აქვს და მნიშვნელოვნად ამარტივებს ცხოვრებას. თანადაფინანსების განახლებული პროგრამა კი ამარტივებს მის შეძენას. პროექტის მიზანია, რომ თქვენი სახლები უფრო თანამედროვე, ეკონომიური, ეკოლოგიური და უსაფრთხო ღუმელებით თბებოდეს. შედეგად კი - დაიზოგოს ტყის მასივი.






იმისათვის, რომ განაახლოთ ღუმელი 50%-იანი თანადაფინანსებით - მიყევით ინსტრუქციას:

შეარჩიეთ სასურველი მოდელი

მის მწარმოებელთან/რეალიზატორთან შეავსეთ თანადაფინანსების განაცხადი

გადაიხადეთ დარჩენილი საფასური